,,მხოლოდ ასე შეიძლება სიახლის პოვნა და არა საარჩევნო სისტემაზე გადაბრალებით.”

Nusagi

,,ყველა არჩევნების შემდეგ, გადატანილი ემოციების გავლენით პარტიები აქტიურად ეძებენ სიახლეს და საკუთარ ადგილს ხელისუფლებაში. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ წარმოებული არნახულად აგრესიული კამპანია შედარებით დაცხრა, დაიწყო პარტიების გაერთიანება, პროპორციული საარჩევნო სისტემით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების (რამოდენიმე გონებასუსტი დაჟინებით ითხოვს რევოლუციასაც, მაგრამ უშედეგოდ), ჩატარების მოთხოვნით. 

პროპორციული სისტემა მათ წარმოუდგენიათ როგორც უალტერნატივო გამოსავალი საკუთრი გარიყულობის დასაძლევად. გასაგებია, რომ ყველა პარტია ისეთ სისტემას ანიჭებს უპირატესობას, რომელშიც მას მეტი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ცდილობენ მცირე და სუსტად დაფინანსებული პარტიები, საკუთარი “ნათელი” მომავალი დაუკავშირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ჩვენი ყოფის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად წინასწარ არავინ კითხულობს, რას მოიტანს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის პირობებში. პოპორციული სისტემა გულისხმობს ხმის მიცემას პარტიისათვის, ხოლო პარტია თვითონ ადგენს პარლამენტში დელეგირებულ პირთა სიას. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით (როდესაც პარტიები სააჩევნოდ ფინანსების მოსაზიდად, სიაში წერენ ე.წ. ბიზნესმენებს), ძნელად მისახვედრი არ არის შედეგები. აქვე ვთქვათ, რომ პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლია, ნარჩენი ხმების გადანაწილებაც, რაც მცირე შესაძლებლობების პარტიებს პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივას ართმევს.

მაჟორიტარული სისტემის სრულიად მოშლა (რაც 2024 წლიდანაა გათვალისწინებული) ნიშნავს, რომ მოქალაქეს საქმე ექნება არა რომელიმე პიროვნებასთან (გინდაც ის ფეოდალური ტიპის ფიგურა იყოს), არამედ მხოლოდ პარტიასთნ, რომელიც უფრო ანონიმურია თავის პასუხისმგებლობით, ვიდრე ყბადაღებული “ფეოდალი”. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ “ფეოდალთა” ჩაწერა პარტიულ სიებში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება რიგორც აქამდის გადადიოდნენ ამ კასტის წარმომადგენლები მმარველი პარტიიდან პარტიაში.

პარტიების ხელოვნური ფორმირება, მათი დასახელებებით და სიმრავლით ჟონგლიორობა უპერსპექტივოა, საჭიროა ახალი პოლიტიკური იდეები, რაც ახალგაზრდებს მოიზიდავს პოლიტიკაში, მისცემს მათ ძლიერ მოტივაციას და პიროვნული განვითრების პერსპექტივას. მხოლოდ ასე შეიძლება სიახლის პოვნა და არა საარჩევნო სისტემაზე გადაბრალებით.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა გიორგობიანი

Facebook Comments
%d bloggers like this: