გიორგი მარგველაშვილი: ჩემ მიმართ შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ მის მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა.

გიორგი მარგველაშვილი მისი სიძის მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ზეწოლას ან გარიგებას უარყოფს.

„ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლოო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი მქონდა გაკეთებული, შეფასება მქონდა გაკეთებული, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, უბრალოდ მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი მცდელობა იმისა, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა, არ ყოფილა. არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: