გაუმარჯოს იმ საქართველოს, სადაც უკანასკნელი ქართველიც არ მოიხსენიებს მომავალ თაობას ,,ქაქში ჩამჯდარ, უტვინო ჯოგად

Nusagi

სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღისწინ გავრცელდა სტატუსი, რომლის ავტორი, სტუდენტი გურამ ნებიერიძეა და ქართველ ხალხს, ახალგახრდებთან ერთად ,,ქვეყნის ,,ფერზე მოყვანას” სთავაზობს, რამაც საზოგადოების დიდი დიდი ნაწილის ყურადღება მიიქცია. (ის. წინა სტატია) https://www.infopostalioni.com/2018/12/02/111111111%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97/

,,ფოსტალიონი” პირადად გაესაუბრა სტატიის ავტორს, რომელთან ინტერვიუსაც უცვლელად გთავაზობთ:

გურამ, გააცანით საზოგადოებას თქვენი თავი

,,დავიბადე თბილისში, დავიბადე სწორედ იმ დღეს ,როდესაც აფხაზეთში ომი დაიწო. მალე მამაც გარდამეცვალა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ ნებიერიძე. გაგვზარდა დედამ. მინდა გითხრათ რომ არ ყოფილა ჩვენს ოჯახში დიდი დალხინება …..თუმცა არ გავბოროტებულვარ. მიუხედავად საკუთარი ტრაგედიებისა. დედა სულ ახერხებდა იმას რომ სხვისი ბედნიერებით გვეხარა….აქედან გამომდინარე ბუნებრივია. რომ მეც და ჩემი ძმაც სხვანაირები ვერ ვიქნებოდით. დანარჩენი მირჩევნია თქვენ გამიცნოთ უკეთესად”

რა იწვევს გულის წყვეტას თქვენ თაობაში?

ჩვენ ვართ თაობა, რომლის თვალწინაც მეტეორივით ჩაიქროლებსხოლმე, ხან ავი და ხანაც კეთილი საქმე, თუმცა ვთვლი რომ არ დაგვადგა ჩვენ თაობას საშველი, რომ ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ. რატომ? რატომ უნდა დაერქვას ჩვენ თაობას მაინცდამაინც ,,ნარკოტიკების” ,,სუიციდის” მსხვერპლების და ,,ჩარეცხილების” თაობა….ეს ხომ ზუსტად ის მტკივნეული რეალობაა, რომელიც სულ გვესმოდა ჩვენი უფროსი თაობიდან?

რატომ? ალბათ იმიტომ რომ რომ ახალგაზრდობა ვდუმვართ! არ შეიძლება ასე გაგრძელება, ჩვენი აზრი უნდა იყოს ყვეყნის მთავარი პრიორიტეტი, ვიდრე იმ ,,საპატივცემულო” ადამიანების ვინც სულ ერთ წრეზე ტრიალებს…..არაფერი გვეშველება მანამ სანამ სიტყვა და სწორება ახალგაზრდობაზე არ იქნება!!.

ვიყოთ გულახდილი და
რასაკვირველია გვინდა ბევრი ახალგაზრდა პარლამენტში და ქალაქის საკრებულოში!!. ჩვენ გვინდა ხალხის რჩეული და არა ,,ვიღაცა” ,,ვიღაცის” რეკომენტაციით, ჩვენ გვინდა სუფთა და თავისუფალი თბილისი და საქართველო და არა გადაკეტილი ქუჩები და ,,შეძახელები” ხან გადადექი ხან გადმოდექი!!. ჩვენია ის რუსთაველის გამზირი, ჩვენია ის ბათუმი, ქუთაისი და ჩვენია ყველა ის სოფელი, რომელიც უნდა განვავითაროთ და არა ,,სოფლელი” ხარ ძახილით, სოფელი დაცალოს ახალგაზრდობამ.  სწორესაც  ეს სოფელი და ქალაქია ,,საქართველო”, ეს სოფელი და ქალაქია ,,ჩვენი ქვეყანა” ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც…..
მოკლედ, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ყველაზე კარგად ჩამოვყალიბდებით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თაობა ილიას გზაზე დადგეს და ამ გზას არ გადაუხვიოს!. ჩვენ არ მოვდივართ ომისთვის და არეულობისთვი. ჩვენ მშვიდობა გვინდა !

მაშინ გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები!

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოგვიანებით გაგანდობთ, თუმცა გულახდილად გეტყვით ,რომ ქვეყნის დამშვიდება შრომით უნდა დავიწყოთ, ყველამ ერთად, სუფთა ხელებით და ქუსლგახეული ბოტებით თუნდაც !! არცერთი ქართველი არ არის არავიზე მეტი და ნაკლები, ვინც, რომელი კუთხის წარმომადგენელი არ უნდა იყოს …….!. პოლიტიკური წყობილების არსი დემოკრატიაშია და ეს დემოკრატია, რატომ არ არის ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის და რატომ არის კონკრეტული პირებისთვის მხოლოდ?!
ნუ ვცდილობთ, რომ ერთმანეთის ბრძოლაში გამოვცადოთ ძალები, სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეს!!
მაშინ დალაგდება სიტუაცია, თუ მშვიდად დავიწყებთ ერთიანი დალაგებული აზრით ქვეყნის შენებას.

და მაინც, საიდან იწყებთ?

ჯერ მოდით ქვეყანის მოძლიერრბა ქვეყნის პატივისცემით დავიწყოთ : – აი მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი: მკაცრად გაკონტროლდეს ქვეყანაში მიმოსვლის საკითხი, ჩამოყალიბდეს 3 თვიანი უვიზო მიმოსვლა საქართველოში, ნებისმიერი მიმართულებიდან, სამხრეთი იქნება ეს, ჩრდილოეთი, დასავლეთი , თუ აღმოსავლეთ ქვეყნები , რაც აუცილებლობის საშუალებას მისცემს ქვეყანას, მხოლოდ ტურისტული გზით უცხო ვალუტის შემოტანას, ჩვენს ლარზე მოთხოვნის გაზრდას
და ჩვენი ვალუტის გამყარების ქმედებას!

გასაგებია, გაჭირვენულმა ქვეყანამ მიაშურა ევროპის ქეყნებს საშველად, რასაც მათი ინტერესში შემავალი რეფორმების გატარება მოუწიათ, ჩვენს საზღვრებს შიგნით (თუნდაც გარეთ) , მაგრამ მე თუ მკითხავ ევროპის ძლიერ კავშირს არ აწყობს ისეთ ქვეყანასთან ინტერესი და გაერთიანება, რომელიც ყველა მხრიდან სუსტია…

ჩვენ თუ მსოფლიო გვიცნობს სტუმართ მოყვარეობით და ხელგაშლილობით კი ბატონოო, ჩვენ სტუმრიანობა გვიყვარს, ამიტომ ქვეყანაში იყოს სტუმრიანობის ტენდენციური კანონი! მეტი სტუმარი და ნაკლები მდგმური!!! მკაცრად დავიცვათ ის ინტერესები ქვეყანაში, რასაც სხვა ქვეყნები იცავენ ჩვენთან, ამით დაინახავენ, რომ ქვეყანას პატივს ვცემთ და ვეღარც თვითონ გვაკადრებენ ჩვენთვის მიუღებელ ტენდეციებს. აი მერე დაიწყება აღორძინება ქვეყანაში! (ეს ,ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი…)
სოფლის მეურნეობას , განათლების და კულტურის სფეროს ამ ეტაპზე აღარ შევეხები, თუმცაღა არც ეს სფეროა ჩემთვის უცნობი …!

როგორ ფიქრობთ, თქვენს  წამოწყებაში გამოგყვებათ  ახალგაზრდები?

ჩემ ხმას ვაგონებ პატრიოტ, წარჩინებულ ახალგაზრდებს და თქვენთან ერთად (მთავრობის წარმომადგენლებს ვგულისხმობ) მოვისმენთ მათ აზრს, თუ რა კონცებციით უნდა დავიწყოთ მუშაობა და განვითარება ყველა სფეროში.. სოფლის მეურნეობა იქნება ეს , ტურიზმი , კულტურის თუ განათლების დარგი . თუ დაინტერესდება ე.წ მთავრობა, დემოკრატიის სწორად მართვაზე , რაც ქვეყნის მოძლიერებას ეხება, მაშინ შემომიერთდნენ ის ხალხი, ვისთვისაც ტახტი არაა ფუფუნება და “მამული ენა და სარწმუნოებაა” პირველი!! …..სხვა შემთხვევაში ხელს შეგვიშლით და ამ გზაზე ხელის შეშლა თქვენთვისვე უდიდესი სულიერი დარტყმა იქნება და დამძიმებული სულებით ივლით მიწაზე თქენი ცოდვებით!! რა ტახტზეც არ უნდა დაჯდეთ, სიმძიმე შეგაწუხებთ და მოსვენებას დაკარგავთ, რადგან გამოდის, რომ თქვენ სულებს ყიდით არა იურიდიულ, არამედ “სულიერი ხელშეკრულების” ფორმით !

ვფიქრობ გამოფხიზლდება ჩემი თაობა!! კი ბატონო, შემომიერთდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლების შვილებიც, ეს იქნება პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან, თუ მათ სურვილი ექნებათ. მაგრამ, არავის ეგონოს, რომ ჩვენ ამით ქულებს დავიწერთ!! ჩვენ ყველა შვილები ვართ, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა დავიწყოთ სუფთა ხელებით სამშვიდობო სვლა გადარჩენისთვის, უფროსი თაობა კი ბოლომდე გამოგვყვება და გაგვიმაგრებს ზურგს!

თუ არც ეს გვინდა მაშინ გავუშვათ იმ ხავსს ხელი, რომელსაც ვეკიდებით და ეს “წითელ წიგნში” შეყვანილი ქვეყანა, ბოლომდე გადავაშენოთ !!!

 რას მიმართავთ ხელისუფლებას?

მივმართავ ხელისუფლებას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც,  მხოლოდ და მხოლოდ თხოვნით…. დაიღალა საზოგადოება, ეს დაღლა გადმოგვედო ჩვენც….ამ საზოგადოების შვილებს. ხალხს ნუ ამტერებთ  ერთმანეთს, თორე მტერი გამოგიყენებთ !!!, მტრის გამოყენებას ჩვენ გამოგვიყენეთ, ჩვენ მოგვისმინეთ. ყველამ  დავუჯეროთ ძველებს, ქვეყნის სიყვარულში მაინც….გამიგია მართლები იყვნენო !

და ბოლოს….გაუმარჯოს იმ მომავალ საქართველოს, სადაც ,,უკანასკნელი” ქართველიც არ მოიხსენიებს მომავალ თაობას ,,ქაქში ჩამჯდარ, უტვინო ჯოგად”.

უფროსო თაობავ!  იმ საქართველოს გაუმარჯოს რომელიც თქენ გამაცანით და მასწავლეთ!!”

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: