როცა ,,უკანასკნელი” ქართველიც არ მოიხსენიებს ჩვენ თაობას ,,ქაქში ჩამჯდარ, უტვინო ჯოგად”

Nusagi

სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სტატუსის ავტორი, სტუდენტი გურამ ნებიერიძე ქართველ ხალხს ახალგაზრდებთან ერთად ქვეყნის „ფერზე მოყვანას” სთავაზობს, რამაც საზოგადოების დიდი დიდი ნაწილის ყურადღება მიიქცია.

„ინფო ფოსტალიონი” სტატიის ავტორს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

-გურამ, თქვენმა სტატუსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, გააცანით საზოგადოებას თქვენი თავი.

-დავიბადე თბილისში, სწორედ იმ დღეს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწო. პატარა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა – პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ ნებიერიძე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მე და ჩემი უფროსი ძმა დედამ გაგვზარდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ოჯახმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა არ გავბოროტებულვართ მიუხედავად საკუთარი ტრაგედიებისა. დედა სულ ახერხებდა, რომ სხვისი ბედნიერებით გვეხარა….აქედან გამომდინარე ბუნებრივია. რომ მეც და ჩემი ძმაც სხვანაირები ვერ ვიქნებოდით. დანარჩენი კი, მირჩევნია სხვებმა გამიცნონ უკეთესად. (იცინის)

-რა იწვევს გულდაწყვეტას თქვენს თაობაში?

ვიყოთ გულახდილი და რასაკვირველია გვინდა ბევრი ახალგაზრდა პარლამენტში და ქალაქის საკრებულოში!!. ჩვენ გვინდა ხალხის რჩეული და არა ,,ვიღაცა ვიღაცის” რეკომენდაციით, ჩვენ გვინდა სუფთა, თავისუფალი თბილისი და საქართველო და არა გადაკეტილი ქუჩები ,,შეძახელებით,” ხან გადადექი ხან გადმოდექი!!.

ჩვენია ის რუსთაველის გამზირი, ჩვენია ის ბათუმი, ქუთაისი და ჩვენია ყველა ის სოფელი, რომელიც უნდა განვავითაროთ და არა ,,სოფლელი” ხარ  შეძახილი!! ხოდა,  სოფელი დაიცალა ახლაგაზრდობისგან,  არადა სწორედაც ეს სოფელი და ქალაქია ,,საქართველო”, ეს სოფელი და ქალაქია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც…

..მოკლედ, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ყველაზე კარგად ჩამოვყალიბდებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი თაობა ილიას გზაზე დადგეს და ამ გზას არ გადაუხვიოს!. ჩვენ არ მოვდივართ ომისთვის და არეულობისთვის. ჩვენ მშვიდობა გვინდა !

-მაშინ გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები!

-რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოგვიანებით გაგანდობთ, თუმცა გულახდილად გეტყვით, რომ ქვეყნის დამშვიდება შრომით უნდა დავიწყოთ, ყველამ ერთად, სუფთა ხელებით და ქუსლგახეული ბოტებით თუნდაც !! არცერთი ქართველი არ არის არავისზე მეტი და ნაკლები, რომელი კუთხის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს …….!

პოლიტიკური წყობილების არსი დემოკრატიაშია და ეს დემოკრატია, რატომ არ არის ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის და რატომ არის კონკრეტული პირებისთვის მხოლოდ?!  ნუ ვცდილობთ, რომ ერთმანეთის ბრძოლაში გამოვცადოთ ძალები, სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს!!

მაშინ დალაგდება სიტუაცია, თუ მშვიდად დავიწყებთ ერთიანი დალაგებული აზრით ქვეყნის შენებას.

-და მაინც, საიდან იწყებთ?

–ჯერ მოდით, ქვეყნის მოძლიერება ქვეყნის პატივისცემით დავიწყოთ. აი მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი: მკაცრად გაკონტროლდეს ქვეყანაში მიმოსვლის საკითხი, ჩამოყალიბდეს 3- თვიანი უვიზო მიმოსვლა საქართველოში, ნებისმიერი მიმართულებიდან, სამხრეთი იქნება ეს, ჩრდილოეთი, დასავლეთი , თუ აღმოსავლეთ ქვეყნები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მხოლოდ ტურისტული გზით შემოვიდეს უცხო ვალუტა, ჩვენს ლარზე მოთხოვნას კი გაზრდის და ჩვენს ვალუტას გაამყარებს.

გასაგებია, გაჭირვებულმა ქვეყანამ მიაშურა ევროპის ქვეყნებს საშველად, რასაც მათ ინტერესში შემავალი რეფორმების გატარება მოუწიათ, ჩვენს საზღვრებს შიგნით (თუნდაც გარეთ), მაგრამ მე თუ მკითხავთ, ევროპის ძლიერ კავშირს არ აწყობს ისეთ ქვეყანასთან ინტერესი და გაერთიანება, რომელიც ყველა მხრიდან სუსტია…

ჩვენ თუ მსოფლიო გვიცნობს სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით,  კი ბატონო, ჩვენ სტუმრიანობა გვიყვარს, ამიტომ ქვეყანაში იყოს სტუმრიანობის ტენდენციური კანონი!  მეტი სტუმარი და ნაკლები მდგმური!!! მკაცრად დავიცვათ ის ინტერესები ქვეყანაში, რასაც სხვა ქვეყნები იცავენ. ამით დაინახავენ, რომ ქვეყანას პატივს ვცემთ და ვეღარც თვითონ გვაკადრებენ ჩვენთვის მიუღებელ ტენდეციებს. აი მერე დაიწყება აღორძინება ქვეყანაში! (ეს ,ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი…)

სოფლის მეურნეობას , განათლების და კულტურის სფეროს ამ ეტაპზე აღარ შევეხები, თუმცაღა არც ეს სფეროა ჩემთვის უცნობი.

-როგორ ფიქრობთ, თქვენს წამოწყებაში გამოგყვებათ ახალგაზრდები?

-ჩემს ხმას ვაგონებ პატრიოტ, წარჩინებულ ახალგაზრდებს და სხვებთან ერთად (მთავრობის წარმომადგენლებს ვგულისხმობ) მოვისმენთ მათ აზრს, თუ რა კონცეფციით უნდა დავიწყოთ მუშაობა და განვითარება ყველა სფეროში.. სოფლის მეურნეობა იქნება, ტურიზმი, კულტურის თუ განათლების დარგი. თუ დაინტერესდებიან მთავრობაში, მაშინ შემომიერთდეს ის ხალხი, ვისთვისაც ტახტი არაა ფუფუნება და “მამული ენა და სარწმუნოებაა” პირველი!! …..სხვა შემთხვევაში ხელს შეგვიშლიან და ამ გზაზე ხელის შეშლა თქვენთვისვე უდიდესი სულიერი დარტყმა იქნება და დამძიმებული სულებით ივლით მიწაზე თქვენი ცოდვებით!!  რა ტახტზეც არ უნდა დაჯდეთ, სიმძიმე შეგაწუხებთ და მოსვენებას დაკარგავთ, რადგან გამოდის, რომ თქვენ სულებს ყიდით არა იურიდიულ, არამედ „სულიერი ხელშეკრულების” ფორმით.

ვფიქრობ, გამოფხიზლდება ჩემი თაობა!! კი ბატონო, შემომიერთდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლების შვილებიც, ეს იქნება პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან, თუ მათ სურვილი ექნებათ. მაგრამ, არავის ეგონოს, რომ ჩვენ ამით ქულებს დავიწერთ. ჩვენ ყველა შვილები ვართ, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად დავიწყოთ სუფთა ხელებით სამშვიდობო სვლა გადარჩენისთვის, უფროსი თაობა კი ბოლომდე გამოგვყვება და გაგვიმაგრებს ზურგს! თუ არც ეს გვინდა, მაშინ გავუშვათ იმ ხავსს ხელი, რომელსაც ვეკიდებით და ეს “წითელ წიგნში” შეყვანილი ქვეყანა, ბოლომდე გადავაშენოთ.

-ხელისუფლებას როგორ მიმართავთ?

-მივმართავ ხელისუფლებას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, მხოლოდ და მხოლოდ თხოვნით…. დაიღალა საზოგადოება, ეს დაღლა გადმოგვედო ჩვენც….ამ საზოგადოების შვილებს. ხალხს ნუ გადაამტერებთ ერთმანეთს, თორემ მტერი გამოგიყენებთ, მტრის გამოყენებას ჩვენ გამოგვიყენეთ, ჩვენ მოგვისმინეთ. ყველამ დავუჯეროთ ძველებს, ქვეყნის სიყვარულში მაინც….გამიგია მართლები იყვნენო !

და ბოლოს….გაუმარჯოს იმ მომავალ საქართველოს, როცა  ,,უკანასკნელი” ქართველიც არ მოიხსენიებს ჩვენ თაობას ,,ქაქში ჩამჯდარ, უტვინო ჯოგად”.

უფროსო თაობავ! იმ საქართველოს გაუმარჯოს რომელიც თქვენ გამაცანით და მასწავლეთ!

 

გურამ ნებიერიძის ფეისბუქ-ლინკია  https://www.facebook.com/gua.nebieridze 

ხოლო მისი სტატუსის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე:

https://www.infopostalioni.com/2018/12/02/111111111%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97/

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: