არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება

Nusagi

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: