სპორტი

გიგა ჭიკაძე ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ლიგის გამარჯვებულია

გიგა ჭიკაძე ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ლიგის გამარჯვებულია. მსუბუქ წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირში, სადაც მხოლოდ სხვადასხვა დროს გამართული მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები გამოდიოდნენ, ჭიკაძემ ოთხიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო.

განსაკუთრებით დაძაბული კი ფინალური შეხვედრა გამოდგა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი მეტოქე მხოლოდ 2 ქულის სხვაობით დაამარცხა.

უკვე ერთი წელია გიგა ჭიკაძემ კიკბოქსინგიდან შერეულ ორთაბრძოლებში გადაინაცვლა და სპორტის ამ სახეობის სხვადასხვა კომპონენტის დასახვეწად, 2018 წელს ჯიუ-ჯიცუს რამდენიმე ტურნირში გამოვიდა.

უახლოეს მომავალში ჭიკაძე საქართველოში ჩამოვა და რამდენიმედღიან შეკრებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოჭიდავეებთან ერთად გაივლის.

Facebook Comments