კიევი-თბილისის ავიარეისზე კაც მგზავრებს მესაზღვრეები დამატებით ამოწმებენ

Nusagi

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევი – თბილისის ავიარეისის მგზავრთა ნაწილს მესაზღვრეებმა პასპორტები ჩამოართვეს და განმეორებით ამოწმებენ. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” რეისის ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით წერს.

როგორც მგზავრი ამბობს, მესაზღვრეები მხოლოდ კაც მგზავრებს ამოწმებენ, ხოლო ქალებს მარტივად უშვებენ.

ამასთან, დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ საბუთებჩამორთმეულ მგზავრებს განმეორებითი ინსპექტირება უტარდებათ:

“ეს არის მეორადი ინსპექტირება, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი პროცედურა. მესაზღვრეები უსვამენ მათ კითხვებს, გაივლიან შემოწმებას და ჩვეულებრივ შემოვლენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, – აცხადებენ შსს-ში.

კიევი – თბილისის რეისი თბილისის დროით 16:10 საათზე ჩამოფრინდა.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს თბილისში ბატალიონ „დონბასის“ წევრები დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ სასამართლომ პატიმრობა 4 დეკემბერს შეუფარდა. ისინი უკრაინიდან საქართველოში ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციამდე ჩამოვიდნენ. მოგვიანებით მათსა და მიხეილ სააკაშვილს შოროს კავშირი დადასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: