პოროშენკომ რუსეთსა და უკრაინას შორის მეგობრობის გაწყვეტის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2019 წლის 1 აპრილიდან რუსეთთან მეგობრობის შესახებ დადებული შეთანხმების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა.

უმაღლესმა რადამ 6 დეკემბრის სხდომაზე რუსეთთან მეგობრობის გაწყვეტის შესახებ კანონპროექტი მიიღო.  დოკუმენტს ხმა, რომელიც პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეიტანა, 277 დეპუტატმა მისცა, მაშინ როდესაც საჭირო იყო 226 ხმა.

რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაუქმება კიევში სექტემბერში გადაწყვიტეს.

უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის დოკუმენტი 1999 წლის აპრილში გაფორმდა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: