პურის გაძვირების გამო, მამუკა ბახტაძე პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარების უმოკლეს ვადაში შესწავლას ითხოვს

Nusagi

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაბამის ორგანოებს მიმართავს, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.

„მინდა, შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, თუმცა არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალება არავის ექნება.

„ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: