კრიმინალი

რუსეთის ყველაზე სასტიკ მანიაკს მეორე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

Nusagi

ირკუტსკის ოლქის ქალაქ ანგარის მკვიდრს, ყოფილ მილიციონერ მიხაილ პოპკოვს, რომელიც 22 ქალის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, კიდევ ერთი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

პოპკოვი კიდევ 60 ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და გაუპატიურებაში, ასევე კოლეგა მილიციონერის განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. ყოფილ სამართალდამცველს მილიციის ლეიტენანტის წოდებაც ჩამოერთვა.

გამოძიების ცნობით, პოპკოვმა 1992-2010 წლებში 84 მკვლელობა ჩაიდინა. მისი მხვერპლი 16-დან 40 წლამდე ქალები იყვნენ. მანიაკი სარგებლობდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და დანაშაულის  კვალს აქრობდა.

2015 წელს პოპკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მან განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაყვანა ახალი აღიარებებით გადადო, როცა საკუთარი სურვილით ახალი მკვლელობები აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე დადასტურებული ბრალდებებით 322 ტომს მოიცავს.

სასამართლო ფსიქიატრებმა პოპკოვს დაუსვეს დიაგნოზი- „ჰომოციდომანია“ (მკვლელობებისკენ ლტოლვა), რაც ფსიქიკური დარღვევის სიმპტომს არ წარმოადგენს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,822 ნახვა
%d bloggers like this: