სოციალური ქსელები და მედია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

Nusagi

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს  თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2016-2018 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, 2014-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, 1996-1999 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,666 ნახვა
%d bloggers like this: