სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Nusagi

საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესამსახური ავრცელებს.

საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: