კრიმინალი

წყნეთში მომხდარ ინციდენტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

Nusagi

მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა წყნეთში, რესტორან წისქვილში სამი ადამიანი დაჭრა.

მათგან ორი სასჯელაღსრულების სამსახურის მაღალჩინოსანია, ერთი კი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე. დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ქრონიკამ “რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც მოიპოვა, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, გიორგი ყანჩაველია, რომელიც სამართალდამცველებმა 2016 წელს თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ის სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა მანამ, ვიდრე ოქტომბერში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,769 ნახვა
%d bloggers like this: