ზურაბიშვილის შემწირველმა ექიმებმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინეს

Nusagi

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 4-დან 3 ექიმის მიმართ, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შემოწირულება განახორციელეს, კითხვები აღარ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტში აცხადებენ, რომ 3-მა ექიმმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინა, ხოლო ერთი ექიმის მოწვევა ალტერნატიული მისამართების გამოყენებით იგეგმება.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სამსახურმა გასაუბრებაზე მიიწვია 4 ფიზიკური პირი, რომელთაგან 3-მა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ხოლო 1 ფიზიკური პირის მოწვევა იგეგმება ალტერნატიული მისამართების გამოყენებით“, – განაცხადეს უწყებაში.

ექიმებმა სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შესწირეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: