პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა

Nusagi

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად საკონსტიტუციოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვაზე, რაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციები დააანონსეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი მიზანია, რომ არ დაუშვათნ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი სეფერხებით მუშაობდა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და მათ მოთხოვნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, 10 დეკემბერს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.

აქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მაც, რომლის ფარგლებშიც დღეს აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

 

აქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შსს-მაც, რომლის ფარგლებშიც დღეს აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე იყო დაბარებული. 

Facebook Comments
%d bloggers like this: