რუსეთის ჩემპიონი ირინა რიბნიკოვა აბაზანაში მობილურ ტელეფონზე საუბრისას დაიღუპა

Nusagi

პანკრატიონში რუსეთის ჩემპიონი ირინა რიბნიკოვა აბაზანაში მობილურ ტელეფონზე საუბრისას დაიღუპა. ამის შესახებ  ანგარსკის პანკრატიონის ფედერაციის ხელმძღვანელმა, აბდულატიპ კაზბეკოვმა ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 15 წლის გოგონა აბაზანაში შხაპს იღბდა და თან მობილურით საუბრობდა, რომელიც დენის წყაროში იყო მიერთებული.

„შემთხვევით, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და წყალში ჩავარდა, გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა“,-განაცხადა კაზბეკოვმა.

შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა, თუმცა ტრაგედიის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი.

რიბნიკოვა პანკრატიონში სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. 2018 წელს მან რუსეთის ჩემპიონატში მოიპოვა გამარჯვება და ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: