“ირმა ინაშვილს რუსლანი უნდა ერქვას” – ნათელაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

Nusagi

 

“ირმა ინაშვილს რუსლანი უნდა ერქვას” – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბს.

“ეს არაა პარლამენტი.ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა. 

და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას,”-წერს სოციალურ ქსელში ნათელაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მმართველ გუნდს პროვოკაცია მოუწყო.

Facebook Comments
%d bloggers like this: