პირი, რომელმაც სტრასბურგში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია

Nusagi

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან სროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 12, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია, -ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მისივე თქმით, საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. დამნაშავის ძებნაში ასეულობით სამართალდამცველია ჩართული.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაჭრილია, მას პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოახერხა.

DNA-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს ჯერ კიდევ სამშაბათს უნდა დაეკავებინათ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თუმცა პოლიციელებს სახლში არ დახვდა.

გუშინ, 11 დეკემბერს 25-30 წლის მამაკაცმა სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

Facebook Comments
%d bloggers like this: