რა გეგმები აქვს მერიას თბილისის ანძასთან დაკავშირებით

Nusagi

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ანძის მოდერნიზება იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზებაზე კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ შეიმუშავა, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. საუბარია კომპანია “კოკო არქიტექსტზეა”. როგორც კალაძემ განაცხადა, მათ რამდენიმე პროექტი განიხილეს და ორ ვარიანტზე შეთანხმდნენ. განხილვის პროცესში ჩართული იყო კულტურული საბჭო, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

კახა კალაძის განცხადებით, შერჩეულ ორივე პროექტს ინტერნეტში განათავსებენ, რათა საზოგადოებრივი აზრი გაიგონ,

“გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: