როგორი იქნება თბილისის სატელევიზიო ანძა. ფოტოკოლაჟი

Nusagi

უახლოეს პერიოდში ბიზნესსექტორისთვის თბილისის სატელევიზიო ანძის  მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და რაც ყველაზე მთავარია, ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

მისივე განცხადებით, პროექტი ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.

„აღსანიშნავია, რომ ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და  ეფექტურია  ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: