სტრასბურგის ცენტრში უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

Nusagi

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ცენტრში უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა კლებერის მოედანთან ახლოს მოხდა, სადაც ყოველწლიური საახალწლო ბაზრობა იმართება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წინასწარო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.

თავდამსხმელი მიიმალა, მას პოლიცია ეძებს. თვითმხილველების თქმით, უცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. თავიდან ერთეული გასროლის ხმები იყო, შემდეგ კი ინტენსიური. Reuters-ის ცნობით, სროლა 10 წუთი გრძელდებოდა.

ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მოქალაქეებს სახლებში ყოფნას ურჩევენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: