ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების მეთაური ბრალს არ აღიარებს

Nusagi

ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერალური სამსახურის ძალების მიერ დაკავებული მესაზღვრეების მეთაური დენის გრიცენკო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალს არ აღიარებს და თავს სამხედრო ტყვედ მიიჩნევს,-ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა.

პოლოზოვის თქმით, გრიცენკოს მოვალეობაში შედიოდა რუსების მიერ დაკავებული ყველა უკრაინული კატარღის მეთაურობა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეტაპირების დროს გრიცენკოს მიმართ სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, ზეწოლას ადგილი არც მოსკოვში ჰქონია. „მას პატივისცემით ექცევიან“,-აღნიშნა ადვოკატმა.

25 ნოემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს მესაზღვრეებმა სამი უკრაინული კატარღა დააკავეს, 24 უკრაინელი მეზღვაური მოსკოვში გადაიყვანეს და ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარუდგინეს. უკრაინულმა მხარემ რუსეთის ქმედებას სამხედრო აგრესია უწოდა და 16-დან 60 წლამდე ასაკის რუსი მამაკაცების უკრაინაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა.

Facebook Comments
%d bloggers like this: