16 დეკემბერს, თელავში ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის აზრი

Nusagi

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 16 დეკემბერს თელავში, ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია, ინაუგურაციის პარალელურად მშვიდობიან აქციას გამართავს.

“რამდენჯერმე გვქონდა შესაძლებლობა რომ პოზიცია დაგვეფიქსირებინა – საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ჩატარდა სპეცოპერაცია. ეს დადასტურებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და დამკვირვებლების მიერ. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას გაეგო 800 000 ამომრჩევლის აზრი, ჩვენ მათ შევთავაზეთ კომპრომისზე დაფუძნებული აზრი, თუმცა, როგორც ყოველთვის, უტიფრად და ქედმაღლურად, სრული იგნორირება გაუკეთა ამ აზრს.

არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 000 ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში. რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო ს აერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების აზრი, ამიტომ, 16 დეკემბერს, თელავში, ჩავატარებთ მშვიდოაბიან აქციას.

ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია. რაც მთავარია, ნუ დაიწყება ვაი ვიში, პანიკა, ინაუგურაციის ადგილის ცვლილება, არავინ არავის არ ერჩის. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის აზრი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: