გახარია, შენ მოკალი კერზაია! – ლევან ხაბეიშვილია აქცია პერფორმანსი შს სამინისტროსთან

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა, ლოზუნგით – გახარია, შენ მოკალი კერზაია!

ხაბეიშვილის განცხადებით, სწორედ გიორგი გახარია კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს:

„ერთი რამ მინდა ვკითხო შს მინისტრს და ხელისუფლებას. ან ასეთი თანხმდებოდა რათ უნდათ, ან ასეთი ხელისუფლება რათ უნდათ ან ასეთ ძალაუფლება რად უღირთ, ან დედა არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი, ან ოჯახი არ ჰყავთ? ქალბატონი ია კერზაია არის პირდაპირი მსხვერპლი გიორგი გახარიასი. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე და სამწუხაროდ, ლაჩრულად, ეს ადამიანი უკვე მერამდენე დღეა იმალება და არანაირ განცხადებას არ აკეთებს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით და მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თქვე კარგო ადამიანებო, თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს შსს-სთან, პროკურატურასთან, ძალოვან უწყებებთან. დღეს რატომ არც ერთი თქვენგანი არ აპროტესტებს იმას, რაც დატრიალდა ქალბატონ ია კერზაიას ოჯახში,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: