ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

Nusagi

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა. ინფორმაციას Tasnim News Agency ავრცელებს.

პრესსპიკერის განცხადებით, ირანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ზოგიერთი ირანელის მიმართ გამოხატული უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო.

“ჩვენ ყურადღების ვაკვირდებით იმ ირანელების საქმეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ საქართველოში საჰაერო და სახმელეთო გზით შესვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაჰრამ ქასემიმ. 

დეკემბრის დასაწყისში ირანულმა მედიამ დაწერა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ.

ამ საკითზე მალევე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. 

“ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც არსებობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: