პრეზიდენტის ადმინისტრაცია 60 ადამიანით დაკომპლექტდება

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “საჯარო სამსახურის შესახებ”კანონი გაწვეული იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მნიშვნელოვნად შემცირდება.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ,კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ. გუნდში აზრთა სხვადადხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება. გაბერილი იყო შტატები რასაც თავიდანვე ვამობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნვყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას იცავდა მიზნად კანონპროექტი,თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაი რეორგანიზახიის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც.

ადამიანები ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ. ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვებიათ ოპონენებს და პრეზიდენტი ადმინისტრაციას.

კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზახია გარდაუვალია და თითოეულ თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასამქებული იქნება. მომავალ პრეზიდემტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორცოელება თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს საჭირო არ არის ამკანონის მიღება,” – ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: