სოფიკო სოხაძე-,,ვაი ჩვენს თავს!!! რა უნდა ვთქვა! საიდან უნდა დავიწყო! “

Nusagi

ვაი ჩვენს თავს!!! რა უნდა ვთქვა! საიდან უნდა დავიწყო! როგორ მოგწონთ შემდეგი ლოგიკა–რადგან არაერთ არაქართველს გაუწირავს თავი ჩვენი ქვეყნისთვის,ამიტომ თურმე სირცხვილია საზოგადოების პროტესტი მიწების უცხოელებზე გასხვისების გამო და მიუღებელია ის ფორმა,რა ფორმითაც ეს ხდებოდა დღეს იუსტიციის სახლთან.

გადაშენების პირას მყოფ ერს საბოლოო განადგურებისთვის გვწირავთ და კიდევ ფორმაზეა საუბარი?! ან რა იყო იქ ასეთი გასაგიჟებელი,რა ხდება პარიზის ქუჩებში საწვავის გაძვირების გამო, ვერ ხედავთ? ჩვენ,როგორც ერს,არსებობის უფლებას გვართმევთ(ამ პროცესის მიზანიც ეს არის),ფეხქვეშ მიწას გვაცლით და იმდენი თავხედობაც გყოფნით, რაღაც ფსევფო-ჰუმანურ ნიღაბს ამოფარებული ნგო-ები მოგვიქსიოთ?! რამდენ ქართველს დაუნთხევია სისხლი სხვათა ომებში–სამხედრო ელიტა ოსმალეტის, სპარსეტის, რუსეთის იმპერიებში, ეგვიპტის სასულტნოში უმეტესად ქართველებისგან შედგებოდა და ძალიან ხშირად ისინი ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს…დიდ ქართველ მეცნიერებსა და ხელოვანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ,რომლებმაც ეპოქები შექმნეს… ამ დამსახურებათა გამო რომელიმე ერს ჩვენს მიმართ რაიმე სახის ”შეღავათი” გაუწევია?! ან თუნდაც კეთილი სიტყვა მაინც უთქვამთ?!

პირიქით–ხშირად ქართველთ ღვაწლს თავად მიიწერდნენ! ცალკეული ადამიანის დამსახურება ერის წინაშე ერთია( და თუ ვინმე აფასებს ამას,ისევ ქართველები) და ერის სახელმწიფოებრივი ინტერესი –მეორე… ქართველობა იდეაა—-ამიტომაც ეწირებოდნენ ამ იდეას რაჟდენ სპარსი თუ აბო თბილელი…ამიტომ იყო—ვახტანგის დედა–სპარსი ქალი რომ ჩაუვარდა მუხლებში თავის მამას–ბარდავის მფლობელს და სთხოვა–ქრისტრიან მეფედ ეღიარებინა ქართლის ტახტზე პატარა ვახტანგი…თავისი ძლიერების ეპოქაში საქართველო საერთოკავკასიური სახელმწიფო იყო და მის შემადგენლობაში შემავალი შირვანის ,სომხეთის თუ ჩრდ კავკასიის აყვავების ხანაც ამ პერიოდზე მოდის.

ბაგრატიონთა დროშის ქვეშ გამოჰყავდა გიორგი მეშვიდეს თემურ-ლენგის წინააღმდეგ მთელი ჩრდ კავკასია,შირვანი,სომხეტი,ჩრდ ადარბადაგანის სახანოები! აი-ეს არის ქართული იდეა და ჩვენეული გაგება მეზობლებთან ურთიერთობის და სხვათა კულტურის დაფასების და არა ყბადაღებული ტოლერანტობა( ძალიან საეჭვო სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს იმუნური სისტემის დეფიციტს–მიმღებლობას ინფექციების მიმართ .ყველაზე მაღალი ტოლერანტობის ხარისხი აქვს მკვდარს.ტოლერანტობის შეფარული მიზანიც ეს არის–ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტა და სრული ღიაობა უცხოს მიმართ,საკუთარი რაობის დაკარგვის ფასად). უსისხლო ომში გამოგვიწვიეთ და ფორმაზე ლაპარაკი ახლა უმეცრებაა და მეტი არაფერი.” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფიკო სოხაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: