გელა კურტანიძე-,,არათუ სურვილი არ მაქვს,  Laisse moi et je ne peux pas “

Nusagi

,,პირველ რიგში ვულოცავ ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობას! 
ევროპულად აღზრდილ ეროვნებით ქართველ ამ მშვენიერ ქალბატონს აქვს მრავალი თვისება, რომელიც საშუალებას მიცემს გახდეს და დარწმუნებული ვარ, გახდება კიდეც საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ინაუგურაციაზე მიწვევისათვის – Merci beaucoup, madame la présidente 

იმედია მომიტევებს, მაგრამ არ მაქვს სურვილი მისი გაპრეზიდენტების საზეიმო ცერემონიალი გავიზიარო ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწვეულ იმ ჟურნალისტად წოდებულებთან, რომლებიც საარჩევნო კამპანიის განმალვობაში ქალბატონ სალომეს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და სამშობლოს მოღალატედ მოიხსენიებდნენ, ხოლო მის მხარდმჭერებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და გვწყევლიდნენ კიდეც (?!).
არათუ სურვილი არ მაქვს, 
Laisse moi et je ne peux pas 
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს და სრულიად საქართველოს 

ამგვარად ვემიჯნები უბინძურესი საარჩევნო კამპანიის მწარმოებლებს, რამეთუ არ მაქვს სურვილი მსგავსი კვლავ განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე

 

Facebook Comments
%d bloggers like this: