ელისო კილაძემ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისაწვევი მიიღო

Nusagi

გაზეთ „ქრინიკა+“,-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო, – ამის შესახებ ელისო კილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და მოსაწვევის ფოტოც გამოაქვეყნა.

„ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას  ჩემი მიწვევის გამო პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან ნინო ჯღარკავა და ირაკლი ზაქარეიშვილი“,-წერს ელისო კილაძე.

აღნიშნულ სტატუსს  სოციალური ქსელში ფეისბუქმომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ელისო კილაძემ მიწვევა აუცილებლად უნდა მიიღოს და ინაუგურაციას დაესწროს. ზოგი კი, ამ ფაქტის გამო,  თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და ინაუგურაციაზე წასვლაზე უარს ამბობს.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივის ნაწილიც, რომლებმაც მიწვევა საერთოდ არ მიიღეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურის სიმძიმემ მათ მხრებზე გადაიარა,  სხვადასხვა შეხვედრებსა თუ თოქშოუებში საკუთარ თავზე იღებდნენ დარტყმებს და მრავალი აგრესიის ატანა მოუხდათ,  დღეს ისინი არავის გახსენებია.

უკმაყოფილოა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძეც, რომელიც ფეისბუქზე სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით წერს.

 

ელისო კილაძის ინაუგურაციაზე მიწვევას დადებითად აფასებს მისი ვაჟი, დავით ხარშილაძე და დედას თხოვს, არჩეულ პრეზიდენტს მისი თხოვნა გადასცეს.

თუ მიდიხარ ნახე კიდეც და უთხარი შეწყალებით და წყალობით დაიწყოს !! პირადად მივეხმარებით ამხელა აქტივი !! ერთი ბარიგა და ნაძირალა არ გამოვა !! 1000 ახალგაზრდა ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს !! კახიც მანდარი და ზუსტად იცის რასაც ვამბობ 🙂 ახალი წელი მოდის, შვილები და მეუღლეები ოჯახები ელოდება ამ წყალობას და სიკეთეს “,-წერს დავით ხარშილაძე.

ცოტა ხნის წინ ელისო კილაძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ მისი მიწვევა ისეთ ადგილას გადაწყდა, სადაც სავარაუდოდ, ჯღარკავა ვერ დარეკავს.

„ტრადიციულად რეგვენია ჯღარკო-არასოდეს სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა (და არ აქვს) ჩემი ინაუგურაციაზე მიწვევა სხვაგან გადაწყდა,და თუ თავი აქვს იქ დარეკოს“,-წერს ელისო კილაძე.

 

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: