ინდოეთში, ტაძარში ბრინჯის ჭამის შემდეგ 11 ადამიანი დაიღუპა

Nusagi

თერთმეტი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, ეკლესიაში რელიგიურ ცერემოანიაზე საკვების მიღების შემდეგ, -ამის შესახებ შაბათს 15 დეკემბერს სააგენტო REUTERS-მა დაწერა.

გარდაცვლილთა შორის ორი ბავშია. ამას გარდა, ძლიერი მოწამვლით 90 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყველა მათგანმა ბრინჯი და პომიდორი ჭამა, რომელითაც მლოცველებს პროვინცია კარნატაკის ინდუისტურ ტაძარში გაუმასპინძლდნენ.

ტრაგედიას პოლიცია იძიებს, მათი თქმით, ტაძართან ახლოს ნაპოვნია მკვდარი ძაღლები და  ყვავები, რომლებმაც ასევე მიიღეს მოწამლული საკვები.

ინდური მედიის ვერსიით, საკვების მოწმავლა შესაძლოა, ადგილობრივი ფერმერების მიერ გამოყენებულმა პესტიციდებმა გამოიწვია. პოლიცია აღნიშნულ ვერსიას არ ადასტურებს შესაბამის ექსპერტიზის ჩატარებამდე.

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: