მარგველაშვილის პროტოკოლს ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია

Nusagi

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უარყოფს ინფორმაციას, რომ ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია პრეზიდენტის პროტოკოლმა შეადგინა.

„საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ჩართული“, – აცხადებს მარგველაშვილის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ჯაჯანაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრების სია.  სტუმრებში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

გავრცელებული ცნობით, სტუმრების სიაში ვერ მოხვდა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ბევრი აქტივისტი, ე.წ. ძველი გვარდიის წევრები.

Facebook Comments
%d bloggers like this: