,,მე ვფიქრობ ოცნება უნდა დაბრუნდეს 2012 წლის პოზიციებზე”

Nusagi

,,მე ვფიქრობ ოცნება უნდა დაბრუნდეს 2012 წლის პოზიციებზე. აქცენტი უნდა გააკეთოს სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე რომელი რესუსიც მაშინ ჰქონდა.
ეს ცალსახად ასეა და დღევანდელობა ამას აშკარად გვაჩვენებს. დროთა განმავლობაში ყველა ხელისუფლების რეიტინგი ეტაპობრივად მცირდება და ამის მიზეზი არის სწორედ ის რომ კარგავენ მოტივირებულ ადამიანებს და ეყრდნობიან ყველა დროის მეხოტბე-მლიქვნელებს. ისინი ჩვეული მეთოდით აბოლებენ ახალ ხელისუფალს, არწმუნებენ რომ მათი რესურსი არის უფრო ეფექტური ვიდრე ის რაც ხელისუფლებაში მოსვლაში მაეხმარა.

პირველ ხანებში მართლაც ეფექტურია ეს მეთოდი მაგრამ დროთა განმავლობაში კარგავს თავის შესაძლებლობებს და ხელისუფალი იძულებული ხდება გამოიყენოს საზოგადოებისთვის მიუღებელი მეთოდი რათა დარჩეს ისევ მმართველობაში. სწორედ ამ პიკზე არის ახლა ოცნება და დროულად უნდა შეცვალოს მიდგომა. ჩახსნას ის ცხრამთავრობაგამოვლილი აფერისტები და ამოწიოს ძველი, მოტივირებული ადამიანური რესურსი.
ეს თუ არ გააკეთა მხოლოდ ერთი გზა დარჩენია, უნდა მიმართოს მიშას მეთოდებს. ეს ან გაამართლებს ან არა (უფრო არა). ამიტომ ვფიქრობ რომ რადიკალური ზომებია მისაღები იმ პორტირებული ტიპების მიმართ და დროულად რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება 2020 წლამდე.

უარი უნდა თქვას იმ პირად ურთიერთობებზე, სიმპატიებზე და დამოკიდებულებებზე რაც კოაბიტაციის შედეგად გაითავისა. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ მე …..

არ არსებობს ასეთი ტიპაჟის ადამიანების სააქაოს მობრუნება, გამორიცხულია მათი ერთგულების მომენტი, მათი ინტერესი შემოიფარგლება მხოლოდ პირადი კეთილდღეობის წყურვილით, ქვეყანა და ხალხი მათთვის მეასე ხარისხოვანია. ამას საზოგადოება გრძნობს და აქვს ძალიან მძაფრი რეაქცია. სწორედ ამ საზოგადოების იმედად არის რეალურად დარჩენილი ეს ხელისუფალი რადგან “მოხეტიალე” ტიპები მყისიერად შეუერთდებიან ნაციანალების სტაბილურ ელექტორატს. დააკვირდით რაოდენობრივად როგორ გაიზარდა მათი ამომრჩეველი, 780 000 არასდროს არ ჰყოლიათ. მიზეზი არის ის რომ პორტირებულებმა დაიწყეს გადაბარგება. ახლა რესურსი არ ეყოთ, ჩაჯდებიან ისევ ჩირგვში დაუწყებენ ამათ ისევ ტრაკის ლოკვას და როცა არჩევნების დრო მოახლოვდება ე მაშინ გადახტებიან. ოცნება დარჩება ცარიელ ნავში რადგან არც ძველი რესურსი ეყოლება და არც ეს მედროვეები…
დამიჯერეთ ბიძიკო, დამიჯერეთ, ნუ დაფრინავთ სადღაც ასტრალში, ასე იქნება ეს…”

სულიკო კედელაშვილის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: