აშშ-მ უკრაინას ახალი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა მიულოცა

Nusagi

უკრაინაში აშშ-ს საელჩომ ოფიციალურ კიევს გამაერთიანებელი კრების ჩატარება მიულოცა, რომელზეც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატებმა მიკრობლოგ „თვითერზე“ დაწერეს.

„ვულოცავთ უკრაინას ისტორიული კრების ჩატარებას და დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას, ჩვენ ასევე ვულოცავთ მიტროპოლიტ ეპიფანს ახალი ეკლესიის ხემძღვანელად არჩევას“,- აღნინულია განცხადებაში.

დიპლომატიურ მისიაში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინელებს, დამოუკიდებლად აირჩიონ საკუთარი რელიგია. ასევე აღნიშნავენ, რომ ტოლერანტობა და თავშეკავება მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გასაღებია, რათა სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა შეძლონ ერთად და ბედნიერად ცხოვრება.

15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელმა კრებამ ახალი უკრაინული ეკლესიის ხელმძღვანელად მიტროპოლიტი ეპიფანი აირჩია. ახალ არაკანონიკურ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ერქმევა.

რუსეთში აღნიშნულ კრებას „კანონიკური არარაობა“ უწოდეს.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: