გზებზე შეზღუდვის გამო ოპოზიციის კოლონა თელავში გურჯაანის გავლით ჩავა

Nusagi

გომბორის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვამ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციის კოლონას გომბორის უღელტეხილთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეთა. სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ.

ამის გამო ავტომობილების კოლონა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო.

“ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ავტომობილების კოლონამ თელავისკენ განაგრძო გზა, თუმცა არა გომბორის უღელტეხილის, არამედ გურჯაანის გავლით.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის მიმართულებით და თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: