გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება

Nusagi

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის მისამართით მკაცრ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება და „ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ“.

„რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, თუმცა, როგორც ჩანს, არა ყველას, მაგრამ ზოგიერთებს განზარახული თავიანთი გეგმა ჰქონდათ, რა გეგმასაც მიყვნენ. ახლა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მთავარია დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიაროს. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ რისი თმენაც დღეს მათ მოუწიათ და მინდა დავპირდე მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე პირველ რიგში ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ დიდ ბოდიშს და დიდ მადლობას“, განაცხადა გიორგი გახარიამ „რუთავი 2“-თან ოპოზიციის საპროტესტო აქციის კომენტირებისას.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: