ველისციხეში შეკრებილი ნაციონალები ისევ არ იშლებიან

Nusagi

ველისციხეში შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც დილიდან აქციას მართავენ, ისევ არ იშლებიან. როგორც ისინი ამბობენ, ინაუგურაციის დასრულების მიუხედავად, თელავში ჩასვლას მაინც გეგმავენ.

ადგილზე იმყოფება შსს მინისტრის მოადგილე. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის არაერთი ბარიკადი, თუმცა ყველა ასეთ მცდელობას პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: