სოციალური ქსელები და მედია

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

Nusagi

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. ნაძვის ხეს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ააწყობენ.

წლების განმავლობაში თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იყო დადგმული, თუმცა, წელს თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ  ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განეთავსებინათ.

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, საახალწლო ნაძვის ხის რესპუბლიკის მოედანზე დადგმა ტრადიციად იქცევა.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდა.  საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე იქნება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,825 ნახვა
%d bloggers like this: