ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ვიდეო

Nusagi

ველისციხეში ვითარება დაიძაბა. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებული რჩება პოლიცია. აქციაზე შეხლა-შემოხლაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. მათ რამდენიმე მეტრით წინაც გაიწიეს.

დაშავდა ერთი პოლიციელი.

გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

Facebook Comments
%d bloggers like this: