,,არ მინდა დაძაბულობის უფრო მეტად გაღვივება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება”

Nusagi

,,მოგვაყენეს საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობის წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და კარგად გამოხატავს მათ რეალურ სახეს. „მინდა გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და აღვნიშნო, რომ ამ ორი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გავხდი პარლამენტის წევრი, მაქსიმალურად თავს ვარიდებდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ რიტორიკასა და ქმედებებზე აყოლას. ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება პოლიტიკური ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს იმსახურებს.

არ მინდა დაძაბულობის უფრო მეტად გაღვივება, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და თავისუფალი მედია დემოკრატიული სამყაროს პრინციპებია და ჩვენი ხელისუფლება, როგორც ამ ყველაფრის ნაწილი, ერთგულია ამ პრინციპების. თუმცა ის, რაც მე და ჩემმა კოლეგებმა გუშინ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, სცდება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპს, ყველა ზღვარს და ნორმას. ეს იყო ძალადობის გამოვლინება, რა დროსაც მოგვაყენეს საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამიმტვრიეს ავტომობილი და მზად იყვნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალადობის წახალისება არის ყოვლად მიუღებელი და კარგად გამოხატავს მათ რეალურ სახეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. მე ცხადია, არც მომავალში ავყვები მათ პროვოკაციებს, რადგან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის საჭირო პროცესებში ვარ ჩართული და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის პროგრესში, განვითარებაში და იმ მიზნების მიღწევაში, რაც დასახული გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში. მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, რომლებმაც, მიუხედავად ძალიან მძიმე პროვოკაციული ფონისა, შეინარჩუნეს სიმშვიდე და გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი. ასევე ყველას მადლობა, ვინც გუშინ გამოგვეხმაურა და მხარდაჭერა გამოხატა“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: