რატომ არის სახიფათო ვეგეტარიანული კვება ბავშვებისთვის

Nusagi

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ის ფაქტორები დაასახელეს, რატომ შეიძლება იყოს ვეგეტარიანელობა ბავშვებისთვის მავნებელი. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

კვების სპეციალისტების განმარტებით, 2 წლამდე ბავშვებმა ცხოველური ცხიმები და ცილები უნდა მიიღონ. პირველი 6 თვის განმავლობაში პატარები ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას დედის დედის რძიდან ღებულობენ, თუმცა ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მათი კვება მრავალფეროვანი უნდა გახდეს და ის ცხოველური ცხიმებისა და ცილების გარდა ბოსტნეულით, მარცვლეულითა ხილით მდიდარი უნდა იყოს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მდიდარია საკვები პროდუქტები, მით უფრო მცირეა იმის რისკი, რომ რომელიმე საკვები ელემენტის დეფიციტი შეიქმნას.

მათი მტკიცებით, ჯანსაღი დიეტის დროს ადამიანმა არა მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და მარცვლელი უნდა მიიღოს, არამედ კვერცხი და რძის პროდუქტები.

სპეციალისტების განმარტებით ვეგანობა-ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა პატარა ბავშვებისთვის საშიშია, რადგან ის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. რკინის დეფიციტს შეუძლია ანემია გამოიწვიოს, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა კი ნევროლოგიურ დაავადებებს იწვევს.

Facebook Comments
%d bloggers like this: