სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე კახეთში დააკავეს.

სავარაუდოდ კირკიტაძის დაკავება გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.

Facebook Comments
%d bloggers like this: