სერგეი ლავროვი საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას დაუშვებლად მიიჩნევს

Nusagi

საქართველოსთან კავშირების გაწყვეტა დაუშვებელია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის მომხრეთა რაოდენობას შეამცირებს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოსთან აღდგენილ სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოკავშირეებად განიხილავს, მოკავშირეებზე თავდასხმას კი არ დაუშვებს.

„თავიდან დაინიშნა საქართველოსთან ჩარტერული რეისები, შემდეგ- რეგულარული. შემდეგ რეისების რაოდენობა გაიზარდა. ხალხი ამ რეისებით სარგებლობს. თვითმფრინავები სავსეა ტურისტებით. გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მგონი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით. ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩავშალოთ. ბაზებს იქ მაინც ააშენებენ, ბატალიონებსაც მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს. რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. თუ ამ კავშირებს გავწყვეტთ, მათი რაოდენობა 40-დან 2 პროცენტამდე ჩამოვა“, – განმარტავს ლავროვი.

„ყველაზე სერიოზულად აქ ლაბორატორიის საკითხი დგას, თორემ დარწმუნებული ვარ, ისინი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხვირს არ შეჰყოფენ თავიანთი ბატალიონებით. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს მოკავშირეებს დაესხან თავს,“-განაცხადა ლავროვმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: