ფოთში თონეში აფეთქება მოხდა

Nusagi

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონეში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც თონეში მუშაობდა. ამის შესახებ სააგენტო “ინტეპრესნიუსი” წერს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„კაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, – განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

როგორც შსს-ში განაცხადეს , გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები (0)

Facebook Comments
%d bloggers like this: