თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტი ცრუობს, როცა ამბობს, რომ სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს

Nusagi

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

სამინისტროს ცნობით, ორი დღის განამვლობაში არაერთი მოწმე გამოიკითხა:

“თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა, დავით ბერიშვილთან კომუნიკაცია გუშინვე, გამოძიების დაწყებისთანავე დაამყარეს და ექიმებისგან ნებართვის მიიღების შემდეგ გამოკითხეს, რაც საქმის მასალებში დევს. სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა გამოკითხვა 18 დეკემბერს 00:40 საათზე დაიწყეს და 02:35 წუთზე დაასრულეს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ორის დღის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რამდენიმე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოგახსენებთ, რომ საქმეზე დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით ბერიშვილს ჩაუტარა გამოკვლევა, რისი პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ 387-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯარისკაცი, დავით ბერიშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს ცემაში ადანაშაულებს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმის განცხადებით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, ხოლო ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: