თემო გვალია-იდგა მაგიდა, მაგიდაზე 8 ნახატი და ეს ბიჭი

Nusagi

,,ეს ნახატი გამსახურდიას გამზირზე ვიყიდე, ასე 6-7 წლის ბიჭისგან. იდგა მაგიდა, მაგიდაზე 8 ნახატი და ეს ბიჭი.
სერიოზულად დავუწყე ნახატებს თვალიერება. ამ ბავშვს ესიამოვნა შევატყვე. მერე შევუქე ნახატები და შევარჩიე ეს.

ბიჭმა ისეთი სიფრთხილით მომაწოდა ნახატი, რომ რაღაც მომენტში მეგონა რემბრანტის ტილო მეჭირა ხელში. გმადლობ ვეუბნები და ვუხდი თანხას. თქვენც გმადლობ – მპასუხობს ღიმილით… 
წამოვედი რაღაცნაირად გახარებული, ამ წლოვანების ბავშვი თავისი შრომით რომ ცდილობს ცხოვრებას…”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი თემო გვალია

Facebook Comments
%d bloggers like this: