მსოფლიოში 2018 წელს 80 ჟურნალისტი მოკლეს

Nusagi

მსოფლიოში 2018 წელს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 80 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიში გამოაქვეყნა.

მოკლული ჟურნალისტების ნახევარზე მეტი ხუთ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ავღანეთი (15 მოკლული ჟურნალისტი), სირია (11), მექსიკა (9), იემენი (8) და ინდოეთი (6). აშშ-ში ივნისში გამოცემა Capital Gazette-ზე რედაქციის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ექვსი ჟურნალისტის სიცოცხლე.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობამ მიმდინარე წელს უპრეცედენტო დონეს მიაღწია და სიტუაცია ამჟამად კრიტიკულია“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კრისტოფ დელორმა.

მსოფლიოში ამჟამად დაპატიმრებულია 348 ჟურნალისტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: