ბუტა რობაქიძის საქმის მთავარ მოწმეს თავს დაესხნენ

Nusagi

(რეზონანსი) ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი მოწმე და ამასთან ერთად უფლებამოსილების გადამატებაში ბრალდბეული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა ბაქრაძე რამდენიმე წუთის წინ თავდასხმის სამიზნე გახდა.

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის ინფორმაციით, ზაზა ბაქრაძეზე თავდასხმა დაუდგენელმა პირებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე სცადეს.

“გუშინ ჩემზე მოხდა თავდასხმა გადაცემა “რეაქციის” შემდეგ, მათ შორის ფიზიკურად შეეხნენ ჩემს მეგობარს, სულ ახალახანს კი თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი ზაზა ბაქრაძის მიმართ, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრთან უშვერი სიტყვებით აგინეს, აფირთხეს. ბაქრაძეს მანქანა რომ გაეჩერებინა და დროულად არ დაეტოვებინა ტერიტორია, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას სოსო რობაქიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: