ლეოპარდმა 3 წლის ბავშვი დედის თვალწინ მოიტაცა

Nusagi

ინდოეთში ლეოპარდმა 3 წლის ბავშვი დედის თვალწინ მოიტაცა და ტყეში მოკლა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთში, ჯამუ და კაშმირში მოხდა. ლეოპარდი ერთ-ერთი სახლის სამზარეულოში შევარდა და 3 წლის ვასიმ აკრამი ტყეში გაიტაცა.

დედამ, რომელიც იქვე იდგა, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო ბავშვის დასახმარებლად. ცოტა ხნის შემდეგ ტყეში ბავშვის უთავო ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების აზრით, ეს არ არის მტაცებლის პირველი მსხვერპლი. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, იმავე რაიონში ლეოპარდმა კიდევ ორი ადამიანი მოკლა. ერთ-ერთი მსხვერპლი 8 წლის ბავშვია. კაციჭამია ცხოველის დასაჭერად მთელი რაზმი შეიქმნა, ერთ-ერთი მონადირე ამტკიცებს, რომ დაინახა ლეოპარდი, თუმცა მოკვლა ვერ შეძლო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: