„ეს ის კირკიტაძე ხომ არ არის შემთხვევით, სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი ტრიბუნებზე რომ გაიფინა წიხლქვეშ

Nusagi

ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის წევრი დავით კირკიტაძის პერსონის შესახებ რამდენიმე ფაქტს იხსენებს და წერს:

„ეს ის კირკიტაძე ხომ არ არის შემთხვევით, „დემოკრატია რომ ბაბანებდა“ საქართველოში და ეგ ქვემო ქართლში რომ ამყარებდა „ევროპულ ღირებულებებს“ გუბერნატორის რანგში ? ალბათ „ევროპული ღირებულებების“ გამოხატვა იყო, ბოლნისის „სიონის“ ერთ-ერთი მატჩის დროს, სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ტრიბუნებზე რომ გაიფინა წიხლქვეშ, დედა აგინა, ჟურნალისტები მოედანზე ჩაკეტა და რომ არ უშვებდა იქედან კარგა ხანს, „სიონის“ ერთ-ერთ ბანკეტზე ყველას რომ აიძულა მაგიდაზე ასულიყვნენ და სააკაშვილის სადღეგრძელო ისე დაელიათ!!! 

ჰო, რესტორნის დაცვის ერთ-ერთ წევრს, თავ-ყბა რომ დაულეწეს მაგან და მისმა ბიჭებმა, მერე კი „მიხუილამ“ ბოდიშის მოხდის გამო, გმირად რომ გამოაცხადა, ეგეც „სუპერევროპული ღირებულება“ იყო … ალბათ!!! გუშინ კი, საბოლოოდ აჩვენა, თუ „როგორ გამოიყურება ჭეშმარიტი ევროპელის სახე“, როცა პოლიციელს ავტობუსში ფანჯრიდან შეუხტა და ტყუპი წიხლები ურტყა!!! ჰოდა, მე იმ მოსამართლის დედაც, რომელიც სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის თანახმად, მაქსიმუმს არ მიუსჯის (3-დან 5 წლამდე) და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება!“, წერს დათო ხვადაგიანი.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: