კახა კალაძე: თბილისში 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე 80 მილიონი დაიხარჯება

Nusagi

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშია  დაესწრო. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა  ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შეფასებისას ხაზი გაუსვა განათლების რეფორმას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პრემიერმინისტრმა წარადგინა.

„ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო  სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: